ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების კაპიტნის სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№496
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№496

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების კაპიტნის სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ

„საქართველოს საზღვაო კოდექსში დამა­ტებებისა და ცვლი­ლე­ბების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შე­საბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგუ­რების კაპიტნის სამსახურები.

2. შეიქმნას ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების კაპიტნის სამსახურების სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემად­გენლობით:

გენრიხ მურადიანი - საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს სახელმწიფო საქ­ვეუწყებო და­წესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კომისიის თავ­მჯდო­მარე

დავით ბარამიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო და­წესებულება – ერთიანი სატ­რანს­პორ­ს­პორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

სვეტლანა გერმანი - ფოთის საზღვაო ნავსადგურის კა­პიტნის სამსახურის მთავარი ბუღალტერი

არჩილ გერსამია - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტა­მენტის სახელ­მწი­ფო ქონების აღრი­ცხვის სამმარ­თველოს მთავარი სპეცია­ლისტი

როლანდ დევაძე -         ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კა­პი­ტანი

ვახტანგ თავბერიძე - ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპი­ტანი

პავლე მაწკეპლაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კონსულ­ტანტი

ლარისა პოლიანინა - ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპი­ტნის სამსახურის მთავარი ბუღალტერი

ლიანა ფანჩულიძე -      საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის სამინისტროს სახელმწიფო საქ­ვე­უწყებო დაწესებულება – ერთიანი სატ­რანსპორტო ადმინიტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი

თენგიზ ფანჩულიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო სა­ქვეუწყებო დაწესებულება– ერთიანი სა­ტრანსპორტო ადმინისტრაციის საზღ­ვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის მთა­ვარი სპეციალისტი

მანანა ფარტენაძე         - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქ­ვე­უწყებო დაწესებულება – ერთიანი სატ­­რანსპორტო ადმინისტრაციის მთა­ვა­რი ბუღალტერი

გიორგი ფსუტური - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო სა­ქვე­უწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის აპა­რა­ტის უფროსი.

2. სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს:

ა) ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების კაპიტნის სამსა­ხურის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედი­ტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკ­ვი­დაციო ბალანსების შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წე­სით;

ბ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების კაპიტნის სამსახურში არსე­ბული დოკუ­მენტაციის სათანადო წესით დამუშავების (დაარქი­ვების) მიზნით;

გ) ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ სათანადო დოკუმენ­ტაციისა და ინფორმაციის საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროსათვის წარდგენა.

3. სალიკვიდაციო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომებით. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომაზე გა­და­წყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე მიღებული გადაწყვე­ტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავ­მჯდომარე და მდივანი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავ­სადგურების კაპიტნის სამსახურების მფლობელობაში არსებული რადიო-ტექ­ნიკური და მეტეო-აღჭურვილობის, აგრეთვე ტექნიკური დოკუმენტაციის (ნავსადგურში შემოსული გემების შესახებ ნავსადგურის ნახაზები) საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციისათვის გადა­ცე­მა კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე