უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№378
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 27/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №378

2007  წლის  27 ივლისი

ქ. თბილისი

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის  სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების გაზრდის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით შეიქ­მნას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების  ზრდის  სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენ­ლობით:

ზურაბ ნოღაიდელი –საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მამუკა ახვლედიანი –ქ. თბილისის ვიცე-მერი

კახა ბენდუქიძე –საქართველოს სახელმწიფო მინის­­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გრიგოლ გობეჯიშვილი –საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის მოადგილე

კახა დამენია –საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე –საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ჩიორა თაქთაქიშვილი –საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იური­დი­ული დეპარტამენტის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა –რეფორმების  კოორდინაციის  სა­­კით­ხებში  საქართველოს  სახელმ­წიფო მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ლომაია –საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ოთარ ნათიშვილი        –საქართველოს მეცნიერებათა აკა­დემიის აკადემიკოსი მდივანი

თეიმურაზ სამადაშვილი      –საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

გიორგი უგულავა       –ქ. თბილისის მერი

შოთა ჭალაგანიძე       –საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მეცნიერებათა აკადემიის პრე­ზი­­დენტის მოვალეობის შემ­სრუ­ლებელი.

2. კომისიამ უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღ­ლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწე­სებულებებისათვის გადასაცემი სახელმწიფო უძრავი ქონების ნორმატივების დაზუსტება;

ბ) იმ სახელმწიფო ქონების ნუსხის დადგენა, რომლი­დან მიღებული შემოსავლები მოხმარდება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებას, მეც­ნი­ერების საგრანტო დაფინანსებას, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაფინანსებას;

გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემუშავება.

3. განკარგულების ძალაში შესვლიდან ხუთ თვეში კომისიამ საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ამ განკარგუ­ლებით გათვალისწინებული  წინადადებათა პაკეტი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებთან ერთად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი