იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №80
2006 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
| გიორგი ხევიაშვილი | - | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| ირაკლი ალასანია | - | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
| მერაბ ანთაძე | - | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| ალექსი ალექსიშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| კახა ბენდუქიძე | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში |
| ზინაიდა ბესტაევა | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში |
| ალექსანდრე ლომაია | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიხეილ სვიმონიშვილი | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| გიორგი ქავთარაძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| ირაკლი ჩოგოვაძე | - | საქართველოს ეკონომიკური განვი- თარების მინისტრი |
| ვლადიმერ ჭიპაშვილი | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| გიორგი ხაინდრავა | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. |
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
| ელენე თევდორაძეს | - | საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს |
| კონსტანტინე კემულარიას | - | საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს |
| ირაკლი კოვზანაძეს | - | საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს |
| შოთა მალაშხიას | - | საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს |
| გიორგი წერეთელს | - | საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს |
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
3. კომისიამ:
ა) უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება;
ბ) ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებას.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.02.2006.
- როდის იქნა მიღებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 23.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №80. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №80, 23.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2068522/