ქ. თბილისი ნაპირსამაგრ სამუშაოთა განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№417
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 14/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №417

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ნაპირსამაგრ სამუშაოთა განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ქვეყნის მასშტაბით ტექნოგენური პროცესებით გამოწვეული სტიქიის გააქტიურებამ მთელ რიგ რეგიონებში წყალდიდობა, მეწყერი და ღვარცოფი წარმოქმნა. გართულებული გეოეკოლოგიური სიტუაციის გამო საჭირო პირველი რიგისა და პერსპექტიულ სამუშაოთა განსაზღვრის მიზნით:

შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე - საქართველოს  სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, ჯგუფის ხელმძღვანელი

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

ტარიელ ბერიძე -          შპს „საქნაპირდაცვის“გენერალური დირექტორი

ნიკოლოზ გილაური - საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრი

გიორგი პაპუაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრი

მიხეილ სვიმონიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გეიდარ ფალავანდიშვილი - სს „საქწყალპროექტის“დირექტორი

ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

2. სამუშაო ჯგუფმა ხუთ დღეში წარმოადგინოს წინადადება მდინარეთა ნაპირდაცვით საინჟინრო სამუშაოებთან დაკავშირებული პრევენციული, რეაბილიტაციის და ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოების ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში გაერთიანების შესახებ, რომლის მეშვეობით ინვენტარიზაციის საფუძველზე განისაზღვრება ნაპირდაცვის  გადაუდებელი, პრევენციული, პირველი რიგისა და პერსპექტიულ სამუშაოთა მოცულობა.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი