საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№823
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №823

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, სტატისტიკური კვლევების ხარისხისა და სანდოობის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. შეიქმნას სტატისტიკის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

დავით ამაღლობელი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

გიორგი მელაძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

ალექსანდრე რონდელი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

როი საუთვორთი - საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

რობერტ ქრისტიანსენი - სსიპ – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

გიორგი ჯანდიერი - ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი.

2. სამუშაო ჯგუფმა 2 თვეში შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს განსახილველად საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფცია.

3. სამუშაო ჯგუფის წევრებმა თავისი შემადგენლობიდან უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევა.

4. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებამდე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  გ. მგალობლიშვილი