სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№233
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 09/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№233

2005 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხთა შესწავლის მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი პაპუაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი დოლიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ახალი საფრთხეებისა და შეიარაღების კონტროლის სამმართველოს უფროსი

სერგო კაკუშაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

თეიმურაზ ლობილაძე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების მთავარი მრჩეველი

ლერი მესხი -საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის განყოფილების უფროსი

დავით ნადარეიშვილი - საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივანი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

ლერი ქურდაძე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგე

ზაურ ჩანქსელიანი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი

მარატ ციცქიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი

ზვიად ხარებავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

ლევან ჯღარკავა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი.

2. კომისიამ დაადგინოს, თუ რა ხიფათის შემცველია სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიის გავლით, აგრეთვე ადგილზე შეისწავლოს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მიერ ბირთვული საწვავის მოხმარების შედეგად მიღებული რადიოაქტიური ნარჩენების შენახვა-ტრანსპორტირების საკითხი და ამ ელექტროსადგურის შესაძლო დახურვის მიზეზები.

3. კომისიამ ერთ თვეში წარმოადგინოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ და წინადადებები საქართველოს მხარის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი