საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №416
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კომისიის თავმჯდომარე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
გრიგოლ კაკაურიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი
სერგო კაკუშაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი კურტანიძე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ზაალ ლომთაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
არჩილ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ენვერ ჩიჩუა – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
შუქრი აბრამიძეს – საქართველოს ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს
გია არაბიძეს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანს
ვაჟა გოგინაშვილს – ბიოფიზიკოსს
გივი მაისურაძეს – საქართველოს განათლების სამინისტროს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, წამყვან კონსულტანტს
პაატა რეკვავას – საქართველოს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორს
თამაზ ჭელიძეს – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“?
- „საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 16.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №416. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“, №416, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2223495/