საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№195
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 20/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №195

2005 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ოქტომბრის №194 განკარგულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ,,საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგია“.

2. ,,საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის“რეალიზების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შეიქმნას მმართველი ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

კონსტანტინე კემულარია      - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ჯგუფის ხელმძღვანელი

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

გელა ბეჟუაშვილი       - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკთხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

ივანე მერაბიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ვალერი ცერცვაძე        - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

გია ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

3. ჯგუფში მონაწილეობა ეთხოვოთ:

ზურაბ ადეიშვილს - საქართველოს გენერალურ პროკურორს

ლევან ბეჟაშვილს        - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავ მ ჯდომრეს

გიორგი ბოკერიას - საქართველოს პარლამენტის წევრს

ნიკოლოზ გვარამიას - საქართველოს პარლამენტის წევრს

ანა დოლიძეს - ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“წარმომადგენელს

ირაკლი კოტეტიშვილს - ,,თავისუფლების ინსტიტუტის“წარმომადგენელს

კონსტანტინე კუბლაშვილს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

ლევან რამიშვილს        -,,თავისუფლების ინსტიტუტის“წარმომადგენელს

სოზარ სუბარს - საქართველოს სახალხო დმცველს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი