რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №107
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №38 ბრძანებულების შესაბამისად რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის (შემდგომში – აპარატი) ლიკვიდაციის ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
| ჯამბულ ბაკურაძე | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე |
| თამაზ ბარაბაძე | – | საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი |
| ალექსანდრე მოვსესიანი | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი |
| გიორგი პეტრიაშვილი | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი |
| ვაჟა ფანჯაკიძე | – | საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. |
2. სალიკვიდაციო კომისიამ 2009 წლის 25 თებერვლამდე უზრუნველყოს:
ა) აპარატის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) აპარატში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და დაარქივება (საჭიროების შემთხვევაში – განადგურება) კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით თანამშრომელთა გაფრთხილება-გათავისუფლება და მათთვის გასაცემლის გაცემა;
ე) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“?
- „რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 18.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №107. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“, №107, 18.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2221008/