ქ. თბილისი საქართველოს მთავრობასა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №99

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.

2. „საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მაისის №324 ბრძანებულების შესაბამისადб საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნ. გილაურმა ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორის გასაფორმებელ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მთავრობის მორიგ სხდომაზე წარმოადგინოს ,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი მემორანდუმით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმადб საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური