„საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №324
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარვთელოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება წარმოადგინოს საქართველოს მთავრობა კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებებს.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”?
- „საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” მიღებულია 11.05.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №324. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08.002.003.
- სად არის „საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”, №324, 11.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94960/