სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№132
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 26/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №132

2009 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფიზიკური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით უზრუნველყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იმ ინდივიდუალური მეწარმეების განსაზღვრა, რომელთა მიერ განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის“ „ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად“ (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 13 01) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს ამ კომპონენტით განსაზღვრული სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების შესყიდვა დაფინანსების შემდეგი პრინციპების მიხედვით:

ა) ექიმის მომსახურება 2009 წლის მარტსა და აპრილში დაფინანსდეს თითოეულ თვეზე 912 ლარის ოდენობით, ხოლო 2009 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – თითოეულ თვეზე 456 ლარის ოდენობით;

ბ) ექთნის/ფერშლის მომსახურება 2009 წლის მარტსა და აპრილში დაფინანსდეს თითოეულ თვეზე 608 ლარის ოდენობით, ხოლო 2009 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – თითოეულ თვეზე 304 ლარის ოდენობით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური