„სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №248
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფიზიკური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს:
ა) იმ პირების განსაზღვრა, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება;
ბ) იმ პირების განსაზღვრა, რომლებიც იმყოფებიან ან შემდგომ ეტაპზე ჩაერთვებიან ექიმების საოჯახო მედიცინაში და ექთნების ზოგადი პრაქტიკის ექთნებად გადამზადების პროცესში და რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული პერიოდისა;
გ) იმ პირების განსაზღვრა, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირების წერილობითი განცხადების საფუძველზე მათი გადამზადების პერიოდში განხორციელდება/ხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური