„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№591
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №591

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის № 483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის № 483 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ორგანიზაციული კოდების – „პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება“ და „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა“ – ასიგნებების შემცირების ხარჯზე, შესაბამისი თანხის ფარგლებში გაზარდოს ორგანიზაციული კოდის – „მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფა“ ასიგნება.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. მოსახლეობის სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო დამატებითი რესურსის მოძიება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი წინადადებების საფუძველზე.“.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური  

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.03.2011.
როდის იქნა მიღებული „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №591. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №591, 16.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2353452/