„ქუთაისი–ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი-მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2087
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2087

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ქუთაისი–ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი -მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქუთაისი–ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის ლენტე­ხი–მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულება ში შეტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები:

1. განკარგულების „ა“ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ა) 2011-2013 წლებში უზრუნველყოს ქუთაისი–ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი–მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომ­ზა­დება, გარემოზე ზემოქმედების ანალიზისა და განსახლების ჩარჩო დო­კუმენტის ჩათვლით (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მოქმედი კა­ნონ­მდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად;“.

2. განკარგულებ იდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი.

3.განკარგულების „დ“ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2012 წელს განსა­ხორციელებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის“ მუხ­ლით (პროგრამული კოდი 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფი­ნან­სური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტა­ლუ­რი განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტ­რის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს გათ­ვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განახორციელოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სა­ავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი   ბ. ივანიშვილი