„ახალქალაქიდან არაგვას სამთო-სათხილამურო კომპლექსამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის №1983 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1096
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 08/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №1096

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 „ახალქალაქიდან არაგვას სამთო-სათხილამურო კომპლექსამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11ოქტომბრის №1983 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ახალქალაქიდან არაგვას სამთო-სათხილამურო კომპლექსამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის №1983 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ციით:

„ა) 2011-2013 წლებში უზრუნველყოს ახალქალაქიდან არაგვას სამთო-სათხილამურო კომპლექსამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვა;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2013 წელს განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.“.     

პრემიერ-მინისტრი                                                                  ნ . გილაური