„დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №174 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2519
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №174 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ ლის შესაბამისად, „დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომ პლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესა ხებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 174 გან კა რ გუ ლებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბ დეს შემდეგი რე დაქ ციით:
„ა) 2010-2012 წლებში უზრუნველყოს დაბა ბაკურიანის დიდ ვე ლის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაო ების განხორციელება;“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახუ რების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების ა და რეაბილი ტა ციის“მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური