დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №174
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ
1. დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის ტექნიკური მაჩვენებლების აღდგენისა და პრაქტიკული გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2010-2011 წლებში უზრუნველყოს დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოების განხორციელება;
ბ) 2010 წელს დაგეგმილი სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) მიმდინარე წელს აღნიშნული შესასრულებელი სამუშაოებისათვის დამატებითი თანხის საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოთა დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები გაითვალისწინონ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური