რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად მოდერნიზაციის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №244
2010 წლის 23თებერვალი
ქ. თბილისი
რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად მოდერნიზაციისმიზნითტექნიკურ-ეკონომიკურიდასაბუთების მომზადების შესახებ
რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად მოდერნიზაციის სამუშაოებზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამუშავების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
1. 2010 წელს უზრუნველყოს რუსთავი -წითელი ხიდის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად მოდერნიზაციის სამუშაოების განხორციელების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის მომზადება, გარემოზე ზემოქმედებისშეფასების ჩათვლით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
2. 2010 წელს განსახორციელებელი მომსახურების შესყიდვის დაფინანსება უზრუნველყოს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
3.მიმდინარე წელს აღნიშნული განსახორციელებელი მომსახურების შესყიდვისათვის დამატებითი თანხის საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრინ. გილაური