ადგილობრივი მნიშვნელობის ნატანები შრომა ურეკის საავტომობილო გზის მე 10 კმ-ზე მდ. სეფაზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) მშენებლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№587
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 21/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №587

2013 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი მნიშვნელობის ნატანები‑შრომა‑ურეკის საავტომობილო გზის მე‑10 კმ-ზე მდ. სეფაზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) მშენებლობის შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2013-2014 წლებში უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ნატანები‑შრომა‑ურეკის საავტომობილო გზის მე‑10 კმ-ზე მდ. სეფაზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების შესყიდვა.

2. დეპარტამენტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების შესყიდვა 2013 წელს განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა დეპარტამენტმა განახორციელოს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულებით განსაზღვრული, 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

 

პრემიერ-მინისტრი                              ბიძინა ივანიშვილი