ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №107 7
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ
ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამუშავების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2010 წელს უზრუნველყოს ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის მომზადება, გარემოზე ზემოქმედების ანალიზისა და განსახლების ჩარჩოდოკუმენტის ჩათვლით (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად;
ბ) განსახორციელებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება უზრუნველყოს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ“?
- „ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ“ მიღებულია 20.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1077. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფოთი-ანაკლიის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ“, №1077, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2262452/