თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №871
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის შესახებ
თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2010 წელს უზრუნველყოს თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენა;
ბ) სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, პარალელურ რეჟიმში ჩაატაროს საპროექტო და აღდგენითი სამუშაოები. აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ზემოაღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების“მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 09) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
დ) ზემოაღნიშნული აღდგენითი სამუშაოების შესყიდვისათვის დამატებითი თანხის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური