შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომისაჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანებიწვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №101
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე არსებული ხიდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭიროა სასწრაფო ღონისძიებათა განხორციელება. აღნიშნული ხიდების საპროექტო-საკვლევაძიებო სამუშაოების შესრულებისა და მათი მზიდუნარიანობის გამოცდის შედეგად გაირკვა, რომ ეს ხიდები ავარიულ მდგომარეობაშია და აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება ახალი სახიდე გადასასვლელების მშენებლობის შესახებ.
სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს უზრუნველყოს ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, ხოლო 2009-2010 წლებში – მდ. ყვირილაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
2. 2009 წელს დაგეგმილი სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი 25 03 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2010 წელს მდ. ყვირილაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები გაითვალისწინონ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური