საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №104
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2009–2011 წლიდან დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გორი-სამტრედიის მონაკვეთის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება, ზემოაღნიშნული მოდერნიზებული საავტომობილო გზების საპროექტო გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგანაც რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყების დროს შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მიწების გამოსყიდვა და ახლად განთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯების გამოყოფასთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ეთხოვოთ ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთისა და იმერეთის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს, ქალაქ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიებს, მარნეულის, გარდაბნის, საგარეჯოს, მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ ზემოაღნიშნულ საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციით გათვალისწინებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე შეაჩერონ გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემა.
2. საავტომობილო გზების პერსპექტიულ განვითარებასთან ერთად გზისპირა ზოლში ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახის ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) განთავსების საკითხისა და მათი არქიტექტურულ-ესთეტიკური იერსახის განხილვა განხორციელდეს კომპლექსურად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების ერთობლივი შეთანხმების გზით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 18.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“, №104, 18.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2220987/