თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№495
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№495

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) სა­ავ­ტო­მობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნი­ზაციის აუცილებლო­ბიდან გამომდინარე, ოპტიმალური მიმარ­თულებების შერჩევისა და შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამუ­შავების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქარ­თვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უზრუნველყოს თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაი­ჯა­ნის საზღვარი) საავტო­მობილო გზის თბილისი–რუსთავის მო­ნაკ­ვეთის მოდერნი­ზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთე­ბის დამუშავება;

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქარ­თვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობი­ლო გზების დეპარტამენ­ტი­სათვის გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილი­ტაციის სამუშაოებისათვის გამოყოფილ (ორგანიზაციული კოდი 26 11 01 02 01) ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს აღნიშ­ნული გზის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუ­თე­ბის პროექტის მომზადება (გარემოზე ზემოქმედების შეფა­სების ჩათვლით) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწი­ნე­ბული პროცედურებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2009 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმი­რებისას გაით­ვალისწინოს ზემოაღნიშნული გზის საპროექტო დოკუმენტა­ციის, მომსახურებისა და მოდერნიზაციის მიზნით საჭირო სამუშაოთა დაფინანსებისათვის აუცილებელი სახ­სრები.

4. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას (გ. უგულავა), რომ აღნიშ­ნუ­ლი პროექტის შეუფერხებლად განხორციელე­ბის მიზნით თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შე­თან­ხმებისა და დროული გადაწყვეტისათვის სათანადო დახ­მარება გაუწიოს საქართველოს საავტომო­ბილო გზების დე­პარ­ტამენტს.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ. გურგენიძე