ქ. თბილისი დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზმომარაგების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№457
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 01/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №457

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზმომარაგების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზმომარაგებას ახორციელებენ სს „დუშეთი გაზი“და სს „ყაზბეგი გაზი“. დღეისათვის იქ არსებული მძიმე მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მდგომარეობის გამო მოსალოდნელია 2005/06 წლის ზამთრის პერიოდში საფრთხე შეექმნას მოსახლეობისა და ორგანიზაციების გაზმომარაგებას.

აღნიშნული რაიონების მოსახლეობისა და ორგანიზაციების გაზით შეუფერხებელი მომარაგების, ასევე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი გაზმომარაგების საწარმოების რეაბილიტაცია-გაჯანსაღების წინადადებათა მომზადების მიზნით:

1. შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კახა დამენია

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

მალხაზ ბეგიაშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გოდერძი ბერბერაშვილი

-

დუშეთის რაიონის გამგებელი

ვასილ მაღლაფერიძე

-

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

ისაკ ნოვრუზოვი

-

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ირაკლი სირაძე

-

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

სერგო ტოპრაკაშვილი

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარის პირველი მოადგილე

გიორგი ქირიკაშვილი

-

ყაზბეგის რაიონის გამგებელი.

 

2. კომისიამ 2005 წლის 15  ნოემბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზით შეუფერხებელი მომარაგებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი გაზმომარაგების საწარმოების რეაბილიტაცია-გაჯანსაღების ღონისძიებათა შესახებ.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     ზ. ნოღაიდელი