ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №516
2005 წლის 23 ნოემბერი
ქ. თბილისი
2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
სს „თბილგაზი“რთული ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს კრედიტორებისა და მათ შორის შპს „გაზექსპორტის“მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას, რის გამოც საფრთხე ექმნება ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით მომარაგებას. 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 5 773 672.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხა ათწლიანი კრედიტის სახით, ხუთი წლის შეღავათიანი პერიოდით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 7-პროცენტიანი სარგებლის დარიცხვით მიეცეს სს „თბილგაზს“შპს „გაზექსპორტის“მიმართ გასულ პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმონ საკრედიტო ხელშეკრულება სს „თბილგაზთან“.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.11.2005.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 23.11.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №516. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.11.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, №516, 23.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2058510/