ქ. თბილისი ეროვნული ლატარიის ფონდის დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №439
2005 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
ეროვნული ლატარიის ფონდის დაფუძნების შესახებ
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“საქართველოს კანონის (25.03.05წ.,№ 1180-Iს), 38-ე მუხლის შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში ლატარიის ორგანიზებისა და მოწყობის მიზნით:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი), ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის სახელით „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება.
2. ზემოაღნიშნულ სამინისტროებს მიეცეთ უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერონ ფონდის დაფუძნება-რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტს, დანიშნონ ფონდის ხელმძღვანელობა, მაკონტროლებელი ორგანოები და უზრუნველყონ ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა.
3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ დამფუძნებლის შენატანის სახით გადასცეს ფონდს 1000 (ერთი ათასი) ლარი სამინისტროსათვის 2005 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი