სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 665
2007 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 70 000-ის ტოლი ან ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა, ერთჯერადად გაიცეს საკვები პროდუქტები და ღვინო (შაქარი – 2 კგ, ბრინჯი – 2 კგ, შესქელებული რძე – 2 ქილა, მანდარინი – 3 კგ, ვაშლი – 2 კგ, ზეთი – 1 ლიტრი, ბისკვიტი – 200 გრ, ღვინო – 1 ბოთლი);
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებათა დასაფინანსებლად „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდოს დაზუსტებული მონაცემები ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების შესახებ;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების შეძენა და თითოეული ოჯახისათვის გადაცემისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარიშვილმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2007.
- როდის იქნა მიღებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ“?
- „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 13.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №665. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ“, №665, 13.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2208919/