საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №34
2006 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს ენერგოსისტემაში შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყნისათვის უჩვეულო ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში მოსახლეობის გაზმომარაგების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“საკრედიტო რესურსად გამოყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ბუნებრივი აირის იმპორტის განსახორციელებლად.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხა გაიცეს 6-თვიანი კრედიტის სახით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 7-პროცენტიანი სარგებლის დარიცხვით.
3. განკარგულების პირველი პუნქტის შესრულებისთანავე ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს გააუქმოს „საქართველოს ენერგოსექტორში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 იანვრის № 26 განკარგულება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოაღნიშნული პირობების თანახმად გააფორმონ საკრედიტო ხელშეკრულება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“.
5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“?
- „საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“ მიღებულია 27.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“, №34, 27.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2067715/