საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 13/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №139

2007 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე

1. ნამახვანის ჰესების კასკადის, ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლის, აგრეთვე შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში გამოყოს:

ა) ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 6 125 000 (ექვსი მილიონ ას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 437 500 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი;

გ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასებისათვის – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს სათანადო შესყიდვების განხორციელება მისთვის ამ განკარგულებით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ზ. ნოღაიდელი