საქართველო-სომხეთის 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№515
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 03/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №515

2006 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველო-სომხეთის 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის მე-4 და მე-5 სხდომებზე და საქართველო-სომხეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის სისტემათაშორისი კავშირის გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ საქართველო-სომხეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბა მ ისადб,,საქართველო-სომხეთის 400 კვ ეგხ”-ის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოთა დაფინანსების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს საკრედიტო რესურსად 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სს ,,საქრუსენერგოსთან” სათანადო სასესხო ხელშეკრულება საქართველო-სომხეთის 400 კვ ეგხ-ის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით გათვალისწინებულ ღონისძიებათა, კერძოდ, 500 კვ ეგხ ,,მუხრანის” სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 წელი, სესხის სარგებლად – წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთი;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი