სსიპ – ენერგოგენერაციის შემდგომი ფუნქციონირებისა და სს „ლაჯანურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის საბიუჯეტო ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№524
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 08/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №524

2006 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – ენერგოგენერაციის შემდგომი ფუნქციონირებისა და სს „ლაჯანურჰესის“რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის საბიუჯეტო ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. ენერგეტიკის აღდგენის პროექტის ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის (JBIC) კრედიტით დაფინანსებული ლაჯანურჰესის რეაბილიტაციის პროექტის შესრულების მიმდინარეობისას წარმოქმნილ ვალდებულებათა ფინანსური უზრუნველყოფისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ენერგოგენერაციის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ენერგეტიკის აღდგენის პროექტის (GRG-P1) ფარგლებში წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარავად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ენერგოგენერაციისათვის ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან 33 300 (ოცდაცამეტი ათას სამასი) ლარის გამოყოფა;

ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ენერგოგენერაციის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით მისთვის ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან 78 000 (სამოცდათვრამეტი ათასი) ლარის გამოყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში;

დ) გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საჯარო სამართლოს იურიდიული პირის – ენერგოგენერაციის დასაფინანსებლად საჭირო სახსრები.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი