მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსაზღვრული ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის, საპროექტო კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად განსახორციელებელ წინამოსამზადებელ სამუშაოთა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№522
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 06/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №522

2006 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსაზღვრული ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის, საპროექტო კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად განსახორციელებელ წინამოსამზადებელ სამუშაოთა შესახებ

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსაზღვრული ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის, საპროექტო კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად განსახორციელებელ წინამოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებისა და შესაბამისი დაფინანსების მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან უზრუნველყოს ხუდონჰესსზე არსებული კომუნიკაციების, გვირაბებისა და შენობა-ნაგებობების აღდგენის სამუშაოთა სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების შედგენისა და შესაბამის სამუშაოთა შესრულებისათვის საჭირო შესყიდვები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ და ოპერატიულ ფინანსურ განწერაში.

3. ეთხოვოს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, გაითვალისწინოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი