სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მართვის კომიტეტის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №229
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მართვის კომიტეტის შექმნის შესახებ
საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის 2006 წლის 10 მარტის „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფინანსური ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით:
1. პროექტის მართვის კომიტეტში საქართველოს მხარის მონაწილეობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
| ალექსი ალექსიშვილი | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე |
| კახა ბენდუქიძე | – | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში |
| დიმიტრი გვინდაძე | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომიტეტის მდივანი |
| ირაკლი კოვზანაძე | – | საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე |
| ზურაბ სოსელია | – | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. |
2. კომიტეტმა უზრუნველყოს „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის” განმახორციელებელი ჯგუფის შემადგენლობისა და „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის” საოპერაციო სახელმძღვანელოს დამტკიცება.
3. კომიტეტმა იმოქმედოს „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის” საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი