კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№388
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 23/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №388

2006 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ

კოდორის ხეობაში საავტომობილო მიმოსვლის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის ღონისძიებათა უმოკლეს ვადაში დაწყების აუცილებლობიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწ ე სებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):

ა) მიმდინარე წლის ზამთრის დადგომამდე დარჩენილი პერიოდის მაქსიმალურად გამოყენების, სამშენებლო სამუშაოთა დროულად დაწყებისა და განხორციელების გათვალისწინებით უზრუნველყოს ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურებისათვის კონტრაქტორი ორგანიზაციების შერჩევა-შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინიებული შესყიდვის საშუალებით – ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება;

ბ) ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება უზრუნველყოს „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის მეორე რიგის მშენებლობის” მუხლით (კოდი-8305) გამოყოფილ ასიგნებებში მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელი აუთვისებელი თანხის ფარგლებში.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის პროექტში გაითვალისწინონ ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის დაფინანსების სახსრები.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) და სსიპ „საფინანსო სააგენტომ“უზრუნველყონ ჭუბერი-საკენის საავტომობილო გზის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული ხე-ტყის მოჭრასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, გაითვალისწინონ ხე-ტყის საჭიროება აღნიშნული გზის ხელოვნურ ნაგებობათა მოსაწყობად.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ვ. მერაბიშვილი) მიიღოს შესაბამისი ზომები მშენებლებისა და სპეციალისტების, ასევე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფისათვის მშენებლობის პერიოდში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.08.2006.
როდის იქნა მიღებული „კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“?
„კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“ მიღებულია 23.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №388. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.08.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“, №388, 23.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2060582/