„საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის” საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№473
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 07/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №473

2006 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის” საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის იმედიანობის გაზრდის, მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის შეუფერხე­ბელი მიწოდების, საგურამო-წითელი ხიდის გაზსადენზე გადაუდებელ სამუშაოთა დადგენილ ვადებში შესრულებისა და ქვეყნის გაზმომარაგებაში მოსალოდნელი შეფერხების თავი­დან აცილების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი):

  ა) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრე­დი­ტო რესურსად გამოყოს 18 მლნ ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება საგურამო-წითელი ხიდის 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისა და ცალკეული მონაკვეთების ახალი მშენებლობის ღონისძიებათა დასაფინან­სებლად. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზ­ღვროს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წელი, სესხის სარგებლის განაკვეთად – წლიური 7 პროცენტი;

ბ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში;

გ) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას ამ განკარგულების შესასრულებლად საქარ­თველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებებში საკრედიტო რესურსად გაითვალისწინოს 52 მლნ ლარი;

დ) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან” ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალის­წინებული პირობების შესა­ბამისად.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ განკარგულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები გადაურიცხოს სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას”, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ თანხის მიმარ­თვას საგურამო-წითელი ხიდის 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისა და ცალკეული მონაკვეთების ახალი მშენებლობის ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

3. სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ და სს ,,საქარ­თველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ” უზრუნველყონ მიმდინარე წელს მაგისტრალურ გაზსადენზე სათანადო სამუშაოთა მომზადება და დაწყება.

4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ’’ ამ განკარგუ­ლებით განსაზღვრული სესხის დაფარვის წყაროდ გამოიყენოს მსოფლიო ბანკის ნახშირბადის ფონდიდან სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის’’ მიერ ემი­სი­ების შემცირების შედეგად გაყიდული კვოტების საფუძ­ველზე მისა­ღები თანხა.

5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                          ზურაბ ნოღაიდელი