დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№746
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №746

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

1. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში შექმნილი მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო მოსახ­ლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწი­ლობრივი კომპენსაციის მიზნით 2007 წლის 1 ნოემ­ბრი­დან 2008 წლის 31 დეკემბრამდე, შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიისაგან წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, ანაზღაურდეს ყოველ აბონენტზე თვეში არა უმეტეს 120 კვტ/სთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებუ­ლება.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით და ამ განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე სამინისტროსათვის 2008 წლისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძ­ველზე 2008 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის დამატებით ასიგნებათა გამო­ყო­ფა განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №54 განკარგულება.

5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე