დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №369
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ
1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“საქართველოს კანონის 303 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 სექტემბრამდე რეორგანიზებულ იქნეს დამოუკიდე-ბელი მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოდ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს განთავსების მიზ-ნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“საქართველოს კანონის პროექტის მომზადების დროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე გაითვალისწინოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი