,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი წინადადების საფუძველზე გაითვალისწინოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
4. უფლებამოსილება შეუწყდეთ რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მართვის ორგანოებს.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ““?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ““ მიღებულია 11.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №140. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.10.003.000.781.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ““, №140, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.781 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8650/