,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.07.2007 ბოლო ცვლილება 10.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№160
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.801
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 112, 10/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს სოხუმის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის უნივერსიტეტი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე სოხუმის ფილიალის ნაწილში.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახედ – უნივერსიტეტი.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

5. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი