„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №176
2007 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია გაერთიანების გზით და ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის უნივერსიტეტი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტისათვის შესაბამისი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხროციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
5. უფლებამოსილება შეუწყდეთ რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს.
6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.
8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2007.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ მიღებულია 22.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №176. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.10.003.000.817.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“, №176, 22.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.817 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7600/