„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №215
2007 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ
1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბოტანიკური ბაღი მათი გაერთიანების გზით.
2. რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბოტანიკური ბაღი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდების დამტკიცება დადგენილი წესით.
5. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდების დადგენილი წესით დამტკიცებამდე სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოებმა გაერთიანებული სახით.
6. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭომ არა უგვიანეს ერთი თვისა უზრუნველყოს დირექტორის დადგენილი წესით არჩევა.
7. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდების დამტკიცებისა და დირექტორის არჩევისთანავე.
8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.10.2007.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“ მიღებულია 02.10.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №215. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.10.003.000.856.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.10.2007-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ“, №215, 02.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.856 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7846/