,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№65
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 21/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №65

2006 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიერთების გზით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი-ნისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის გადაცემის მიზნით.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება.

5. დადგენილება ამოქმედდეს ,,სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი