„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №133
2007 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ
1. ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თბილისის იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის შეერთების გზით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თბილისის იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“ მიღებულია 04.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №133. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.10.003.000.774.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“, №133, 04.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.774 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8608/