,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.08.2006 ბოლო ცვლილება 03.03.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№147
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.531
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 04/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2006 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

„,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერთების გზით და ეწოდოს მას „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –­ თბილისის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს პროექტის მომზადება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი