,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №188
2006 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ
1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:
ა) კლიმატური გამოცდის ცენტრი;
ბ) მასალათა გამოცდის ცენტრი;
გ) ინსტიტუტი ,,ავტომატმრეწვი“;
დ) სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრი.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – კლიმატური გამოცდის ცენტრის, მასალათა გამოცდის ცენტრის, ინსტიტუტ „ავტომატმრეწვის“ და სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის 58-ე, 59-ე 63-ე, 66-ე პუნქტები.
4. ამ დადგენილების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.10.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ““?
- „,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ““ მიღებულია 11.10.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №188. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.10.003.000.572.
- სად არის „,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ““, №188, 11.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.572 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2488/