,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №97
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაცია მასთან სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრის შეერთების გზით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრის მოძრავი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრისათვის გადაცემა უსასყიდლო სარგებლობის უფლებით.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრის დირექტორის დადგენილი წესით გათავისუფლება.
4. დადგენილება ამოქმედდეს ,,გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების ,,სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №31 და ,,საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 თებერვლის №179 ბრძანებულებების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ““?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ““ მიღებულია 31.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №97. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.10.003.000.481.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ““, №97, 31.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.481 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8674/