,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№248
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.889
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 15/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №248

2007 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მცირე სიმძ­ლავრის ელექ­ტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეც­ნიე­რო-კვლევითი ინსტიტუტის – ელექტროტექნიკური მრეწვე­ლო­ბის სამეც­ნიე­რო-კვლევითი ცენტრი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იური­დიული პირის – მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღო­ნის­ძიებების განხორციელება.

3. მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნო­ლოგიის მიმართულების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს (ა. ლომაია) წინადა­დებების საფუძველზე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენ­ტრის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების ნაწი­ლის (მათ შორის, საცდელი წარმოება მანქანა-დანადგარებით და აღჭურ­ვილობით, ბიბლიოთეკა, არქივი) საქართველოს ტექ­ნი­კური უნივერსიტეტისათვის გადაცემა.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი