,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით გურამიშვილის თბილისის პედაგოგიური კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №245
2007 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით გურამიშვილის თბილისის პედაგოგიური კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ
1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით გურამიშვილის თბილისის პედაგოგიური კოლეჯი, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით გურამიშვილის თბილისის პედაგოგიური კოლეჯი.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით გურამიშვილის თბილისის პედაგოგიური კოლეჯის რეორგანიზაციის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ გენწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით გურამიშვილის თბილისის პედაგოგიური კოლეჯის სადამფუძნებლო დოკუმენტების დადგენილი წესით გაუქმება.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი